ფართობი

10

ფართობი  _  1. განსაზღვრული სიბრტყის ნაწილი; 2. საცხოვრებელი ადგილი, ტერიტორია

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ოთახი“ _ მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია საჩვენებელი თითი და ცერი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელის გაშლილი თითები ეხება მარცხენა ხელისგულს, იცვლის პოზიციას და ისევ ეხება მარცხენა ხელისგულს, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით სხეულისკენაა მიმართული; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ზომა“ _ ხელისგულები მიმართულია წინ, ცერი და საჩვენებელი თითების წვერები ერთმანეთს ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელები ზევით-ქვევით მოძრაობს მონაცვლეობით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.