ნათლული

1

ნათლული _   მონათლული ნათლიის მიმართ

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მონათვლა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მარჯვენა ხელის გაშლილი თითები ზემოდან ადევს მარცხენას, ორივე ხელით ერთად სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ფორმა _ მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ, მარჯვენა ხელი მარცხნივ მოძრაობს და ბოლო ფაზაში მარცხენა ხელისგულს ადევს მუშტად შეკრული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.