მონასტერი

6

მონასტერი  ბერ-მონაზონთა საეკლესიო-საადგილმამულო ორგანიზაცია, თემი, რომელსაც აქვს თავისი მეურნეობა და საცხოვრებელი ნაგებობანი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პირჯვარი“ – ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი და  შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ხელი ასრულებს პირჯვრის გადაწერის მოძრაობას; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „სახლი“ ერთმანეთისკენ მიმართულია მხრების დონეზე განთავსებული ხელისგულები, გაშლილი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ჯერ განსვლითი, შემდეგ კი ქვევით მიმართული ტრაექტორიით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.