მხარდამჭერი

39

მხარდამჭერი  _  მომხრე, დამხმარე ადამიანი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაცვა“ / „მხრის მიცემა“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, მუშტად შეკრული თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა წინ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.