მისამართი

2

მისამართი  ადგილი, ზუსტი ადგილსამყოფელი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „სახლი“ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი, ერთმანეთისკენ მიმართული თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქუჩა“ ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, მარცხენა იდაყვის წინ განთავსებული მარჯვენა ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით მარჯვნივ მოძრაობს მარცხენა ხელის გასწვრივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.