მესაკუთრე

4

მესაკუთრე  საკუთრების მფლობელი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კერძო“   ქვევით მიმართულია მკერდს ქვევით სხეულზე მიდებული ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, სრულდება მოძრაობა ქვევით რკალური ტრაექტორიით, ხელი ისევ ეხება სხეულს და ბოლო ფაზაში ხელისგული იმავე კონფიგურაციით ზევითაა მიმართული: ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კუთვნილი“ / „კუთვნილება“ ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს, ბოლო ფაზაში მარჯვენა ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს და მარჯვენა ხელისგული ზემოდან ადევს გაშლილ მარცხენას. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.