მაშველი

5

მაშველი        მშველელი, დამხმარე, შემწე

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური

სიტყვა-ჟესტი „დახმარება“ / „გადარჩენა“ ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ხელები ზევით გადაადგილდება და მომდევნო ფაზაში მუშტად შეკრული თითებით სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ –ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძარაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.