მასალა

6

მასალა  სხვადასხვა ნივთები, რაც საჭიროა რისამე დასამზადებლად, ასაშენებლად, საწარმოებლად

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მასალა”  –  მუშტად შეკრული თითებით სხეულისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მრავალფეროვნება“ ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ფართოდ გაშლილი და ზევით მიმართული თითების რხევით სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.