კნავილი

8

კნავილი  _  კატის ხმიანობა: «მიაუ, მიაუუ!»

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „კატა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელი ზემოდან ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს და ასრულებს განმეორებად, წრიულ მოძრაობას; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყვირილი“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია ცერი და საჩვენებელი თითი, სახის წინ სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.