კატასტროფა

2

კატასტროფა  _ გამოუვალი უბედურება, უბედური შემთხვევა, ამბავი უაღრესად მძიმე, საბედისწერო შედეგებით

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უბედური შემთხვევა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, არათითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აფეთქება“ _ ხელისგულები ქვევითაა მიმართული შეკრული მუშტებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ზევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით მიემართება, მარცხენა _ მარცხნივ და ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.