გვირილა

4

გვირილა    ყვითელგულიანი თეთრი ყვავილი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყვავილი“ სხეულისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, მომდევნო ფაზაში ზევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფოთოლი“ ზევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული, თითები ერთმანეთს წვერებით ეხება მარჯვენა ხელის გაშლილი თითების წვერებთან, მარჯვენა ხელი  რკალური ტრაექტორიით ასრულებს ქვევით მიმართულ მოძრაობას და ბოლო ფაზაში მარჯვენა ცერისა და საჩვენებელი თითის წვერები ერთმანეთს სცილდება. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.