გაცნობა

6

გაცნობა  _  1. ნაცნობობის მიზნით უცნობთან წარდგომა, ნაცნობად გახდომა, ნაცნობად ქცევა; 2. სიტუაციაში გარკვევა, შესწავლა, ცნობების მიღება

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, იმავე კონფიგურაციით ზევით მიმართულია ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ და ქვევით _ მარცხენა ხელისგულისკენ, ბოლო ფაზაში ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია თითებით ერთმანეთზე გადაჭდობილი ხელისგულები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.