განახლება

6

განახლება     ხელახლა შექმნა, ახლად ქცევა, ხელახლა წარმოქმნა, აღდგენა,  აღორძინება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ გამეორება“   მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია სხეულისკენ, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი რკალური ტრაექტორიით ასრულებს მოძრაობას წინ და ზემოდან ეხება მარცხენა ხელს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ ახალი“   ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ზევით მიმართულია ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ოდნავ მოხრილი თითებით, მარჯვენა ხელით  სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.