გამოცდა

10

გამოცდა     ვინმეს (რაიმეს) ღირსების, ავკარგიანობის, ფიზიკური შესაძლებლობების შემოწმება, გამორკვევა

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერები და საჩვენებელი თითები, ცერები ზევითაა აღმართული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, იდაყვებში მოხრილია ხელები, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიით განმეორებადი  მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.