გადაწერა

5

გადაწერა     დაწერილის სხვაგან დაწერა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წერა“ – ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხენა ხელისგულის ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, თითები ერთად მოხრილია ზედა ფალანგებში და ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გადაწერა“ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხენა ხელისგულზე განთავსებული და წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია ცერი და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება მოძრაობა სხეულისკენ, მომდევნო ფაზაში მარჯვენა ცერი და საჩვენებელი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.