ძროხა

7

ძროხა  _  მეწველი მსხვილფეხა რქიანი საქონელი, ფური

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია თავთან განთავსებული ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, გაშლილი ცერებით ხელები ეხება თავს, ნეკებიც გაშლილია, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ.  ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.