ძმობა

5

ძმობა  _  ძმად ყოფნა, ურთიერთობა ძმათა შორის

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძმა“ _  სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული, გაშლილი და მარჯვნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება შუბლს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მეგობარი“ _ ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, თითების წვერებით ხელები ერთმანეთს ეხება. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.