დაზოგილი

7

დაზოგილი _  დაზოგვით შენახული, გადანარჩუნებული, დანაზოგი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაზოგვა“ _ ჟესტი, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული წრიულად მოხრილი თითებით, ზევით მიმართულია მარჯვენა ხელის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა სხეულისკენ და ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია სხეულისკენ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „მოგროვილი“  _ ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ერთმანეთზე განთავსებული თითებით, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.