დათანხმება

2

დათანხმება  _  თანხმობის მიღება ან მიცემა, დაყოლიება, თანახმად გახდომა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შეთანხმება“ _ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართული და ერთმანეთზე განთავსებულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება პოზიციათა მონაცვლეობითი მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თანხმობა“ _ ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, ზევით აწეულია ცერები, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე და ოდნავ ქვევით.