დაქორწინებული

1

დაქორწინებული  _  დაოჯახებული, შეუღლებული

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაქორწინება” _ წინ მიმართულია სახის წინ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ, ბოლო ფაზაში თითები გაშლილია და მხოლოდ ცერია ჩაკეცილი; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხელის მოწერა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება კუთხითი ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა ზევით და ქვევით.  ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.