დახრჩობა

1

დახრჩობა  _  სასულე ორგანოს დახშობა, ჰაერის ნაკადის მიღების შეწყვეტა, სუნთქვის შეკვრა ყელში წაჭერით ან წყალში ჩაძირვით

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა _ ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, თითები ეხება ყელს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გახდომა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია განზე გაწეული ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში წრიულად მოხრილი თითებით გამოსახულია ღია წრე, ბოლო ფაზაში მუშტად შეკრული თითებით მარცხენა ხელი ზემოდან ადევს იმავე კონფიგურაციის მარჯვენას. ჟესტი წარმოდგენილია ყელისა და მკერდის დონეზე.