დახლი

9

დალი  _  გამყიდველის მაგიდა, წინიდან დახურული გრძელი ვიწრო მაგიდა მაღაზიაში ან ბაზარში

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია სიტყვა-ჟესტი „მაგიდა” _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გაყიდვა“ _ ქვევით და ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.