თურქეთი

თურქეთი  – ქვეყანა აზიაში   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი,  ქვევით მიმართულია ყურთან განთავსებული ხელისგული გაშლილი და  ქვევით მიმართული თითებით, რკალური ტრაექტორიით  სრულდება განმეორებადი  მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

თურმე

თურმე –  ნაწილაკი, იხმარება ისეთი ამბის, მოვლენის გადმოცემისას, რასაც მთქმელი არ დასწრებია და არ უნახავს   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, მომდევნო ფაზაში სხეულისკენ და ზევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

თუმცა

თუმცა –  ნაწილაკი, მაგრამ   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული და ცერი ეხება ქვევით დახრილი, გაშლილი თითების წვერებს, წინ მიმართულია მარცხენა ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მომდევნო ფაზაში ხელები ინაცვლებენ პოზიციებსა და კონფიგურაციებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

თოჯინა

თოჯინა  –   დედოფალა, სათამაშო   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და ნეკი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, მაჯით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

თუთა

თუთა – 1. ხე დაკბილული ფოთლებით, ტკბილი და წვნიანი ნაყოფით; 2. ამ ხის ნაყოფი თეთრი ან შავი ფერის ხილი   ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ოდნავ მოხრილია ერთმანეთთან ახლოს მიტანილი საჩვენებელი თითი და ცერი,  დანარჩენი თითები კრავენ მუშტს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

თოხი

თოხი – ხის ტარზე წამოცმული ბრტყელპირიანი რკინის იარაღი, რითიც მიწას აფხვიერებენ   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი სინქრონული მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.

Categories

თოფი

თოფი –  ხელში დასაჭერი გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ბოლო ფაზაში საჩვენებელი თითები მოხრილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

თორმეტი

თორმეტი  –  რიცხვი 12, ათი და ორი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება მოხრილი თითების წვერებს, ბოლო ფაზაში გაშლილი და ზევით აღმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

თორემ

თორემ   – წინააღმდეგ შემთხვევაში, მიუთითებს შედეგზე, რომელსაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს რაიმე პირობის შეუსრულებლობისას   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

თოთხმეტი

თოთხმეტი  –  რიცხვი 14, ათი და ოთხი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება მოხრილი თითების წვერებს, ბოლო ფაზაში თითები გაშლილია, მხოლოდ ცერია ჩაკეცილი. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

თოკი

თოკი  –  მსხვილად ნაგრეხი რამდენმე წვერი კანაფი ან სელი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

თოვლი

თოვლი  –  ატმოსფერული ნალექების ერთ-ერთი სახე, სხვადასხვა ფორმის წყლის კრისტალები, ყინვისაგან შეკავშირებული თეთრ ფიფქებად   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ოდნავ მოხრილი თითებით, სრულდება პოზიციათა  განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

თოვა

თოვა –     თოვლის მოსვლა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „გუნდა“ – ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ოდნავ მოხრილი თითებით, სრულდება პოზიციათა  განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „თოვლის მოსვლა“ – წინ მიმართულია ხელისგულები ფაროდ გაშლილი თითებით, თითების რხევით სრულდება მოძრაობა ირიბი მიმართულებით ქვევით. ჟესტი … Read more

Categories

თმახუჭუჭა

თმახუჭუჭა  – ვისაც ხუჭუჭი თმა აქვს, ხუჭუჭთმიანი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ოდნავ მოხრილია თავის დონეზე განთავსებული საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია თავის დონეზე.

Categories

თმა

თმა  – ადამიანის თავზე ამოსული ძაფისებური ნაზარდი   ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი ჟესტი, ხელისგული მიმართულია ქვევით, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი ეხება თავს თმებზე. ჟესტი წარმოდგენილია თავის დონეზე.  

Categories