ჭირი

5

ჭირი _   ვარამი, უბედურება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძნელი“  _ ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება ნიკაპს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ტანჯვა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და სხეულისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა წინ და უკან, ხელები ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ჭიპი

4

ჭიპი _   მუცლის შუა პატარა ჩაღრმავებული ადგილი, რომელიც რჩება ჭიპლარის მოჭრის შემდეგ

 

ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი ჟესტი, ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და ჭიპზე მიდებულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია მუცლის დონეზე.

 

 

კატეგორია:

ჭინჭარი

3

ჭინჭარი   _  მსუსხავი ბალახი

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით და მარცხნივ, ბოლო ფაზაში ქვევით მიმართული მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს და ასრულებს განმეორებად მოძრაობას მარცხნივ-მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ჭიკჭიკი

2

ჭიკჭიკი _    ფრინველის ხმიანობა, ჟღურტული

 

ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი, ცერი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, გაშლილი თითებით სახის წინ სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ცერი განმეორებადი მოძრაობით ეხება საჩვენებელ და შუა თითებს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

კატეგორია:

ჭიდაობა

1

ჭიდაობა  _ ორის შებმა, როცა თითოეული ცდილობს მეორეს მოერიოს და წააქციოს, ძირს დასცეს

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთზე მიდებული ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ხდება პოზიციათა განმეორებითი მონაცვლეობა რკალური ტრაექტორიით: ჯერ მოხრილი მარცხენა საჩვენებელი თითია ზევით აღმართული, შემდეგ _ მარჯვენა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ჭია

10

ჭია  _ მატლი, მოგრძო, რბილსხეულიანი (უძვლო) ცხოველი

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით, ბოლო ფაზაში საჩვენებელი თითი მოხრილია ფალანგებში. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ჭვარტლი

9

ჭვარტლი  _  არასრული წვის პროდუქტი შავი ფერფლის სახით

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „შავი“ _ სხეულისკენ მიმართულია თავთან განთავსებული მარჯვენა ხელისგული, ფართოდ გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით ხელი ეხება თავს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ზეცა“ _ წინ მიმართულია თავთან განთავსებული ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

 

 

კატეგორია:

ჭექა-ქუხილი

9

ჭექა-ქუხილი   _  დაქუხება, გრგვინვა

 

რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ელვა“ _ წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ტეხილი, კლაკნილი ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხმაური“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით  აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ჯერ მარჯვენა ხელი ეხება მარჯვენა ყურს საჩვენებელი თითით, შემდეგ კი მარცხენა საჩვენებელი თითი ეხება მარცხენა ყურს; ჟესტის მესამე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მაგარი“ _ მუშტად შეკრული თითებით სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელით სრულდება  განმეორებადი, სინქრონული მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია სახის, მხრებისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ჭაჭა

8

ჭაჭა  _  1. ყურძნის ნარჩენი ღვინის დაწურვის შემდეგ; 2. არაყი

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ქვევით მიმართულია ფალანგებში მოხრილი საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

კატეგორია:

ჭაღარა

7

ჭაღარა  _  თმაში გარეული თეთრი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თეთრი“ _ ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, ცერი და საჩვენებელი თითი კრავს წრეს და ეხება მკერდს, დანარჩენი თითები გაშლილია, მომდევნო ფაზაში  გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეულია შუათითი; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „თმა“ – თავთან განთავსებული ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით სხეულისკენაა მიმართული, მოძრაობა რკალური ტრაექტორიით სრულდება უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.

კატეგორია:

ჭარბი

6

ჭარბი     _     დიდი რაოდენობა, მომეტებული, ზომაზე მეტი

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, ხელი ეხება სახეს და მარჯვნივ მოძრაობს ნიკაპის გასწვრივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

 

კატეგორია:

ჭაობი

5

ჭაობი  _  დამდგარწყლიანი ადგილი დაბლობში

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია  ხელისგულები, ზევით განთავსებულია მარჯვენა ხელი გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, მარცხენა საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება პოზიციათა და კონფიგურაციათა მონაცვლეობითი მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ჭამა

3

ჭამა _  საკვების მიღება, საჭმლის პირში მოქცევა, ღეჭვა და ყლაპვა

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი და სხეულისკენ მიმართული თითების წვერებს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება ტუჩებს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

 

კატეგორია:

ჭადი

2

ჭადი   მჭადისმჭადი, სიმინდის ფქვილი პური

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიმინდი“ –  ქვევით მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „(ჭადის) ფორმის მიცემა“ –  ზევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით, ქვევით მიმართული მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით ზედ ადევს მარჯვენა ხელისგულს, სრულდება პოზიციათა მონაცვლეობითი მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ჭა

1

ჭა  _  ქვით ამოშენებული ღრმა და ვიწრო ორმო, რომელშიც მიწისქვეშა წყალი გროვდება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „(ტარის) ტრიალი“ _ მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქვევით“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია: