ფიგურა

ფიგურა _  1. სიბრტყის ნაწილი, შემოსაზღვრული დახშული ხაზით, ხატვით ან ხაზვით გამოყვანილი გამოსახულება; 2. ადამიანის ტანის მოყვანილობა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ორივე ხელით  სინქრონულად სრულდება სხეულის ფორმის რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ფეხშიშველი

ფეხშიშველი _  ვისაც ფეხთ არაფერი აცვია   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „ფეხი“ _ გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით სხეულისკენ მიმართულია ფეხთან განთავსებული ხელისგული, სრულდება განმეორებითი მოძრაობა წინ და უკან და ხელი ეხება ფეხს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცარიელი“ _ მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეული … Read more

Categories

ფეხსაწმენდი

ფეხსაწმენდი  _    ფეხის საწმენდი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „(ფეხსაცმლის) წმენდა“ _ მუშტად შეკრული თითებით და ცერზე შემოხვეული საჩვენებელი თითით ქვვეით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებითი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ მარცხენა ხელის ზემოთ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ … Read more

Categories

ფეხი

ფეხი _   ცოცხალი არსების კიდური, სასიარულო ორგანო   ერთხელიანი, დინამიკური, მითითებითი ჟესტი, გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით სხეულისკენ მიმართულია ფეხთან განთავსებული ხელისგული, სრულდება განმეორებითი მოძრაობა წინ და უკან და ხელი ეხება ფეხს. ჟესტი წარმოდგენილია ფეხის დონეზე.

Categories

ფესვი

ფესვი   _  მცენარის ძირითადი ორგანო, რითაც იგი მიწაშია დამაგრებული და მიწიდან იღებს საზრდოს   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ბოლო ფაზაში ქვევით მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელის ფართოდ გაშლილი და წინ მიმართული თითები ირხევა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ფერფლი

ფერფლი _   ნამწვარზე მოდებული ფქვილივით ნაცარი, ნავლი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა- ჟესტი „შავი“ _ საფეთქელთან განთავსებული და სახისკენ მიმართული ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით ეხება თავს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფხვიერი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი საჩვენებელი და შუა თითების წვერები განმეორებადი მოძრაობით ეხება ცერებს,  დანარჩენი … Read more

Categories

ფერმკრთალი

ფერმკრთალი _ მკრთალი ფერისა, ფერწასული, ფერნაკლული, გაფითრებული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თეთრი“ _ ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, ცერი და საჩვენებელი თითი კრავს წრეს და ეხება მკერდს, დანარჩენი თითები გაშლილია, მომდევნო ფაზაში გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეული შუა თითი; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოდება“ _ სახისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში … Read more

Categories

ფერი

ფერი _  შთაბეჭდილება, რომელსაც ახდენს თვალზე საგნის მიერ ანარეკლი სინათლე   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მარჯვნივაა მიმართული, სახის წინ ფართოდ გაშლილი თითებით რკალური მოძრაობა სრულდება ზევიდან ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

ფერადი

ფერადი  _  სხვადასხვა ფერისა, ნაირ-ნაირი ფერისა, ჭრელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფერი“ _ ხელისგული მარჯვნივაა მიმართული, სახის წინ ფართოდ გაშლილი თითებით რკალური მოძრაობა სრულდება ზევიდან ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მრავალფეროვნება“ _  ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ფართოდ გაშლილი და ზევით მიმართული თითების რხევით სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ … Read more

Categories

ფენა

ფენა   _   თხელი სიგძრივი ნაწილი, შრე   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ახლოს განთავსებული ხელისგულები, საჩვენებელი თითები და ცერები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ფეთქებადი

ფეთქებადი _   რაც ადვილად ფეთქდება, რაც აფეთქებას იწვევს   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აფეთქება“ _ ქვევით მიმართულია ერთმანეთთან ახლოს განთავსებული ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ზევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ზევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ … Read more

Categories

ფეთქებადი

ფეთქებადი  _   სიფიცხე, ფიცხი ხასიათი, რაც ფეთქდება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ნეკების და ცერების წვრები ერთმანეთს ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია და ზევით აღმართული, ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.    

Categories

ფედერაცია

ფედერაცია _   რამდენიმე სახელმწიფოსაგან შემდგარი სახელმწიფო, სადაც ყოველი წევრი ინარჩუნებს გარკვეულ სფეროში სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას და ერთად ქმნიან ხელისუფლებისა და მმართველობის ერთიან ორგანოებს   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი, წინ მიმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.  

Categories

ფაქტი

ფაქტი _   რაც სინამდვილეში მოხდა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ფაფა

ფაფა _   წყალში გაქნილი ფქვილის (ან მარცვლეულის) დუღილით შესქელებული საჭმელი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილია ცერი და საჩვენებელი თითები, დანარჩები თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და საჩვენებელი თითი ეხება ლოყას, ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და ზევით აღმართული ცერით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.

Categories