პაკეტი

პაკეტი  _ 1. შეხვეული ნივთი, ნივთების შეკვრა, ქაღალდის პარკი. 2. ოფიციალური ქაღალდის შემცველი დაბეჭდილი კონვერტი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია ფალანგებში ოდნავ მოხრილი ცერები და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

პაექრობა

პაექრობა _  კამათი, მსჯელობა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ქვევით მიმართული რკალური ტრაექტორიის განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

პაემანი

პაემანი _   შეყვარებულთა წინასწარ დათქმული შეხვედრა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შეყვარებული“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერები და ნეკები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელები ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შეხვედრა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი … Read more

Categories