კეთილგონიერი

კეთილგონიერი _  გონიერი, წინდახედული, ჭკვიანი   ერთხელიანი, სტატიკური ფორმა, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ცერი ეხება მოხრილი თითების წვერებს და ხელი ამ კონფიგურაციით ეხება შუბლს, ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

კეთილი

კეთილი  _  კარგი გულისა, სათნო,  სხვისათვის კარგის მსურველი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

კეთება

კეთება _  დამზადება, წარმოება, საქმიანობა, საქმის შესრულება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით  სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

კედელი

კედელი _    შენობის ნაწილი, შვეულად აღმართული ბრტყელი ქვის, აგურის ან ხის ნაგები   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.  

Categories

კბილი

კბილი  _ საჭმლის საღეჭი თეთრი, ძვლისებრი, მაგარი და მჭრელი ამონაზარდები ადამიანისა და ცხოველის ყბებზე პირის ღრუში   ერთხელიანი, დინამიკური, მითითებითი ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ოდნავ მოხრილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, თითი ეხება ლოყას. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

კბენა

კბენა _ 1. მწერის მიერ ჩხვლეტა, ნესტრის ჩასობ; 2. სიტყვის ბოროტად გადაკვრა, გაკილვა, ავის თქმა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილია ცერი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მუშტად შეკრული თითებით მარცხენა ხელისგული მიმართულია ქვევით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს, მარჯვენა ცერი და საჩვენებელი თითი ეხება … Read more

Categories

კბენა

კბენა  _  1. კბილების ძლიერი ჩაჭერით სხეულის გაჭრა, ჩხვლეტა, ჩასობა ნესტრისა; 2. ბოროტად გადაკვრა სიტყვისა, გაკილვა, ავის თქმა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ბოლო ფაზაში ცერი ეხება მოხრილი თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

კახეთი

კახეთი  _ საქართველოს ერთ-ერთი კუთხე, მისი აღმოსავლეთი ნაწილი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, თავს ზემოთ განთავსებული ხელი მოძრაობს ქვევით და ეხება თავს. ჟესტი წარმოდგენილია თავის დონეზე.  

Categories

კაცური

კაცური  _ კაცის დამახასიათებელი, კაცის შესაფერი, ადამიანური, მამაკაცური   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ტუჩის კუთხესთან ცერი მრავალჯერადი მოძრაობით ეხება გაშლილ საჩვენებელ და შუა თითებს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

კაცობრიობა

კაცობრიობა _  ადამიანთა მოდგმა, მთელი მსოფლიოს ადამიანები, ერთობლივ ყველა ადამიანი, საერთოდ, ადამიანთა საზოგადოება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და  ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით გამოსახულია წრე, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი, სინქრონული მოძრაობა წინ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

კაცისმკვლელი

  კაცისმკვლელი _  მკვლელობის ჩამდენი, ვინც ადამიანი მოკლა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კვლა“ _ მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მუშტად … Read more

Categories

კაცი

კაცი _  ადამიანი მამრობითი სქესის, მამაკაცი   ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ერთად შეტყუპებული თითებით, ჩაკეცილი ცერით, ხელი ეხება შუბლს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

კაცთმოყვარეობა

კაცთმოყვარეობა _ ადამიანებისადმი სიყვარული, სათნოება, ჰუმანიზმი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიყვარული“ _ ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, … Read more

Categories

კაშკაში

კაშკაში  _  ძლიერი ბრწყინვა, ელვარება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები _ მარჯვენა ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, მარცხენა ხელისგული კი _ ფალანგებში მოხრილი თითებით, სრულდება კონფიგურაციათა მონაცვლეობითი მოძრაობა, ბოლო ფაზაში მარცხენა ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებითაა, მარჯვენა ხელისგული კი _ ფალანგებში მოხრილი თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

კატლეტი

კატლეტი  _ დაკეპილი ხორცის ბრტყელი მოგრძო კვერი, კვერცხში აზელილი და ბოსტნეულით შეზავებული   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი,  ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და  ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით, ზემოთ განთავსებულია მარცხენა ხელი, იმავე კონფიგურაციით სრულდება ხელების პოზიციათა მონაცვლეობითი მოძრაობა და ბოლო ფაზაში ზემოთ განთავსებულია  მარჯვენა ხელი. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories