ჯაშუში

4

ჯაშუში _   1. პირი, რომელიც რომელიმე მთავრობის დავალებით იგებს სხვა სახელმწიფოს სამხედრო საიდუმლოს;  3. მაბეზღარი ადამიანი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ამბის მიტანა“ _ მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, მარჯვენა საჩვენებელი თითი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“_ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.

კატეგორია:

ჯარისკაცი

3

ჯარისკაცი _  რიგითი სამხედრო მოსამსახურე

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჯარი“_ მუშტად შეკრული თითებით ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.

 

კატეგორია:

ჯარი

2

ჯარი _  შეიარაღებული ადამიანების ერთობლიობა, ლაშქარი, არმია

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ჯანმრთელობა

1

ჯანმრთელობა  _  ჯანმრთელად ყოფნა, ჯანის სიმრთელე, ჯანსაღობა

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ხელები მსუბუქად ეხება მკერდს, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება მოძრაობა წინ, მომდევნო ფაზაში მუშტებად შეკრულია თითები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ჯანმრთელი

10

ჯანმრთელი  _   ჯანსაღი, ჯანიანი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მაგარი“ _ ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ხელები მსუბუქად ეხება მკერდს, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება მოძრაობა წინ, მომდევნო ფაზაში მუშტებად შეკრულია თითები; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.

კატეგორია:

ჯამი

9

ჯამი  _  ნახევარსფეროს ფორმის ჩაღრმავებული ჭურჭელი წვნიანი კერძის დასასხმელად

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ერთმანეთზე ნეკებით მიდებული ხელისგულები გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ჯამი

8

ჯამი _  მიმატების შედეგად მიღებული რიცხვი, რისამე საერთო რაოდენობა

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ირიბ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით,

ორივე ხელით სინქრონულად სრულდება მოძრაობა ერთმანეთისკენ, ბოლო ფაზაში ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს და ხელები ერთმანეთს მსუბუქად ეხება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ჯაზი

7

ჯაზი _  ამერიკული გასართობი და საცეკვაო მუსიკა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გიტარა“ _ მარჯვენა ხელისგული ფართოდ გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით მიმართულია სხეულისკენ, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი, მარცხნივ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბანდა“ / „ჯგუფი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წრიულად მოხრილი თითებითა და ზევით აღმართული ცერებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება მოძრაობა ერთმანეთისკენ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ჯავრი

6

ჯავრი  _  დარდი, საწუხარი, საფიქრალი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მწუხარება“ _ მუშტად შეკრული თითებით ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, ხელი ეხება მკერდს, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიძულვილი“ _ სახის წინ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება ლოყას თვალთან, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ბოლო ფაზაში წინ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ჯადოქარი

5

ჯადოქარი _  ვისაც ჯადოთი შეკვრა შეუძლია, გრძნეული, ჯადოსანი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჯადო“ _ მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით ზევითაა მიმართული, მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეული შუა თითი ეხება მარცხენა ხელისგულს, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.

 

კატეგორია:

ჯადოსნური

4

ჯადოსნური  _   რასაც ჯადოს ძალა აქვს, სასწაულებრივი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გამოგონება“  / „ფანტაზია“ _ ხელისგულები მიმართულია ერთმანეთისკენ, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა სახის წინ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გამოგონება“ / „ფანტაზია“ _ სახის წინ განთავსებული მარჯვენა ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია სხეულისკენ, ზევით მიმართულია ქვევით განთავსებული  მარცხენა ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით; ჟესტის მესამე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჯადოსნობა“ _ ზევით მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება გაშლილი და ზევით აღმართული თითების წვერებს, ორივე ხელით სრულდება განმეორებითი, მონაცვლეობითი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ჯადო

3

ჯადო  _  ისეთი ნივთი ან წამალი, რაც ვნებს, შეკრავს, შებოჭავს მას, ვისაც გაუკეთებენ, ვის სახელზედაც გააკეთებენ, თილისმა

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი,  მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით ზევითაა მიმართული, მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეული შუათითი ეხება მარცხენა ხელისგულს, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ჯაგრისი

2

ჯაგრისი _  ხის, ძვლის ან პლასტმასის ღერი ხშირი ჯაგრით, იხმარება რისამე საწმენდად

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და ცერზე შემოხვეული საჩვენებელი თითით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებითი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ მარცხენა ხელის ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ჯაგრისი

1

ჯაგრისი _  ხის, ძვლის ან პლასტმასის ღერი ხშირი ჯაგრით, იხმარება კბილის  საწმენდად

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია პირის წინ განთავსებული ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და ცერზე შემოხვეული საჩვენებელი თითით, სრულდება განმეორებითი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წრმოდგენილია სახის დონეზე.

 

კატეგორია: