გადარქმევა

გადარქმევა  –  რამისთვის ან ვინმესთვის სახელის შეცვლა, სხვა სახელის დარქმევა   ორნაწილიანი ჟესტის  პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სახელი“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, მარცხენა ხელზე გაშლილი და ზევით აღმართულია ცერი, მარჯვენაზე მხოლოდ საჩვენებელი თითია გაშლილი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა საჩვენებელი თითი ასრულებს განმეორებად მოძრაობას წინ და უკან და ეხება მარცხენა ცერს; ჟესტის მეორე  … Read more

Categories

გადარეცხვა

გადარეცხვა  – რამის ზედაპირის გარეცხვა, გასუფთავება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ტალღური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა წინ, შემდეგ ფაზაში ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი ეხება მარცხენას და წინ გადაადგილება, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელის თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.  

Categories

გადარგვა

გადარგვა  – მცენარის სხვაგან დარგვა, გადანერგვა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აღმოცენება“ /„მცენარე“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ხელისგულები ერთმანეთს ეხება, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თესვა“ – ქვევით მიმართულია ხელისგული, ერთად შეტყუპებული თითები წვერებით ეხება ცერს, სრულდება რკალური ტრაექტორიის ორჯერადი (ან … Read more

Categories

გადარბენა

გადარბენა   –  სირბილით გადასვლა, გადავლა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სირბილი“  – ხელისგულები ქვევითაა მიმართული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა წინ და მომდევნო ფაზაში თითები შეკრულია მუშტებად, ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა – წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზედა ფალანგებში … Read more

Categories

გადამწყვეტი

გადამწყვეტი  – ის ვინც (ან რაც) გადაწყვეტს რამეს, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გადაწყვეტილება“ – ხელისგულები გაშლილი და ქვევით დაშვებული თითებით სხეულისკენაა მიმართული, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, … Read more

Categories

გადამწერი

გადამწერი  – ის ვინც (ან რაც) გადაწერს რამეს, ნაწერის ან ნაბეჭდის წერით გადამღები   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „გადაწერა“ – ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხენა ხელისგულზე განთავსებული და წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია ცერი და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება მოძრაობა სხეულისკენ, მომდევნო ფაზაში მარჯვენა … Read more

Categories

გადამუშავება

გადამუშავება  – რამის ახლიდან, თავიდან  დამუშავება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხასიათი“ – ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია,  ხელი ეხება მკერდს მარცხენა მხარეს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე  ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „შეცვლა“  – ხელისგულები ქვევითაა მიმართული, გაშლილი და … Read more

Categories

გადამზადება

გადამზადება –  რამის ახლიდან, თავიდან  მომზადება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მომზადება“  – ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, სინქრონული მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე  ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „შეცვლა“  –  ხელისგულები ქვევითაა მიმართული, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია … Read more

Categories

გადამდები

გადამდები   –  რაც გადაედება, რაც გადადის სხვაზე   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ფორმა, მარჯვენა ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, მარცხენა – წინ, საჩვენებელი თითები ერთმანეთზეა გადაჭდობილი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გადალახვა

გადალახვა   –  ბარიერზე გადასვლა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ფორმა, ხელისგულები ქვევითაა მიმართული გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით, მარჯვენა ხელი მარცხენას ზევით და სხეულისკენ არის განთავსებული, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ზევით, მარჯვენა ხელი მარცხენას წინ გადაადგილდება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გადაკითხვა

გადაკითხვა  – თავიდან ბოლომდე წაკითხვა, მთლიანად წაკითხვა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ხელი ქვევით გადაადგილდება, წინ გაწეული მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.    

Categories

გადაკვრა

  გადაკვრა  –  ზევიდან დაკვრა, გადაფარება და მიმაგრება, მიკვრა რაიმეს ზედაპირზე   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წრიულად მოხრილი ცერი და საჩვენებელი თითებით გამოსახულია ღია წრეები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.    

Categories

გადათხრა

გადათხრა  – მიწის ამოღრმავება, ჭრა და ამოყრა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ ქვევით დაშვებული, გაშლილი თითებით, იმავე კონფიგურაციით  მარცხენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.    

Categories

გადათქმა

გადათქმა –  სიტყვის, ნათქვამის შეცვლა, უარყოფა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები თავისუფლად გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი ქვევითაა, მარცხენა – ზევით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა და ხდება პოზიციათა ცვლა, ბოლო ფაზაში მარცხენა ხელი ქვევითაა განთავსებული, მარჯვენა – ზევით. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.    

Categories

გადათვალიერება

გადათვალიერება   –   გადახედვა, დათვალიერება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული წინაა მიმართული, გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories