ბუჩქი

15

ბუჩქი  _    მერქნიანი დაბალი მცენარე, რომელიც ძირიდანვე იტოტება და მრავალ ერთნაირ ღეროს იკეთებს

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ხე“  _ იდაყვშია მოხრილი ხელით მხრების დონეზე განთავსებული მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა იდაყვთან განთავსებული მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით ქვევითაა მიმართული და თითები ეხება მარჯვენა იდაყვს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აღმოცენება“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ხელისგულები ერთმანეთს ეხება, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.