ბიოგრაფია

83

ბიოგრაფია  _ თხზულება, რომელშიც აღწერილია ამა თუ იმ პირის ცხოვრება და მოღვაწეობა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხასიათი“ _ ხელისგული მიმართულია  ქვევით, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს ეხება, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ისტორია“ _ ხელისგული მიმართულია  წინ და მარცხნივ, ცერი და შუა თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.