ასტრონომია

55

ასტრონომია    მეცნიერება მნათობთა (ცის სხეულთა) აგებულების, ფიზიკური ბუნებისა და მოძრაობის კანონების შესახებ

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „მეცნიერება“  მარცხნივ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ცერი ეხება შუბლს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონოგრაფიული სიტყვა-ჟესტი „ბინოკლი“ სახის გასწვრივ განთავსებულია ერთმანეთისკენ მიმართული ხელისგულები წრიულად მოხრილი თითებით გამოსახულია ღია წრეები, ხელები წინ მოძრაობს. ჟესტი სრულდება სახის დონეზე.