ანტარქტიდა

53

ანტარქტიდა   კონტინენტი სამხრეთ პოლუსის ირგვლივ

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიცივე“ /“ყინული“ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ორივე ხელით სრულდება ნახევრწრის ტრაექტორიის მოძრაობა და მომდევნო ფაზაში ხელისგულები ზევითაა მიმართული; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სისქე“  ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები,  გაშლილია ცერი და ერთად შეტყუპებული, გაშლილი, სწორად მოხრილი ოთხი თითი ნაპრალს ქმნის „უ“ დაქტილის ფორმით, მარჯვენა ხელი წინ მოძრაობს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.