ამონაბეჭდი

11

ამონაბეჭდი  ამობეჭდილი, დაბეჭდილი რამე,  ჟურნალიდან ან კრებულიდან ამოღებული ნაბეჭდი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაბეჭდვა“ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი მუშტად შეკრული თითებით და ქვევით მიმართული ხელისგულით ქვევით ეშვება და ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ამოსვლა“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ქვევით განთავსებული მარჯვენა ხელის თითები ზევითაა მიმართული, მარცხენა ხელის თითები კი მარჯვნივაა მიმართული მხრების დონეზე, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ზევით, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელის თითები მარცხენა ხელის თითების წინაა განთავსებული. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.