ამიერიდან

4

ამიერიდან    ამის შემდეგ, აქედან დაწყებული‚ ამ დღიდან მოყოლებული‚ დღეიდან

 

სამნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ეს“/ „ამ“ ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მერე“  ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, ცერი და საჩვენებელი თითები ერთმანეთს ეხება წვერებით, დანარჩენი თითები გაშლილია, ნიკაპის გასწვრივ სრულდება მრავალჯერადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება ნიკაპს; ჟესტის მესამე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შემდეგ“ სხეულისკენ და ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ, ბოლო ფაზაში ქვევით დაშვებული თითებით ხელისგული ქვევითაა მიმართული. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.