ალვა

alva

ალვა  _  მაღალი, უნაყოფო ხე

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ხე“  _  გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მარჯვენა ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, მარცხენა ხელი თითებით ეხება მარჯვენა ხელის იდაყვს;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „მსხვილი“  _ ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული C კონფიგურაციით  _  შეტყუპებული და წრიულად მოხრილი თითებით გამოსახულია ღია წრე. ჟესტი სრულდება მკერდისა და მხრების დონეზე.