ალიონი

alioni

ალიონი  _   განთიადი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „დილა“  _ წინ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელი ეხება სახეს და ზევით გადაადგილდება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „ნათელი“  _  ხელისგულები სხეულისკენაა მიმართული, ცერები ეხება თითების წვერებს, სრულდება ზევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ზევით, ბოლო ფაზაში ხელისგულები სხეულისკენაა მიმართული ფართოდ გაშლილი თითებით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.