აბონემენტი

abonementi

აბონემენტი  _   საბუთი, რომელიც რამეთი სარგებლობის უფლებას იძლევა

 

ორნაწილიანი, ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა: მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, შეტყუპებული და წრიულად მოხრილი თითებით გამოსახულია ღია წრე, სრულდება მოძრაობა მარცხნივ;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მრავალფეროვნება“_  ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ფართოდ გაშლილი და ზევით მიმართული ხუთი თითი თანმიმდევრული რხევით მოძრაობს, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _  მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.